Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკურნებელი პაციენტების 84% ტკივილისგან იტანჯება - რატომ არ ნიშნავენ გამაყუჩებელს ექიმები

15 ოქტომბერი, 2018 14:08

საქართველოში 19 200 უკურნებელი პაციენტიდან  მორფინს იღებს 3000-მდე პაციენტი;

მორფინის ყოველწლიური ხარჯვა მერყეობს 8კგ-ის ფარგლებში! (მინიმალური საჭიროების დაახლოებით 1/6);

84%-ს, 16 000-ზე მეტ უკურნებელ პაციენტს არ აქვს წვდომა ესენციურ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე!

6 უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტიდან 5-ს სტკივა!, - ტკივილის მართვის ექსპერტებმა საზოგადოებას ანგარიში გააცნეს, თუ რა პრობლემები აქვთ საქართველოში ქრონიკული და მწვავე ტკივილის მქონე პაციენტებს. მათი თქმით, საქართველოში თუ არ კვდები, ოპიოიდების დანიშვნის ლეგალური გზა არ არსებობს!

რამდენ უკურნებელ პაციენტს არ აქვს წვდომა პოტენციურ ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე?

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დაავადების ტერმინალურ სტადიაში (უკურნებელი დაავადების ან მდგომარეობის სიკვდილისწინა სტადია) მყოფი მხოლოდ ონკოლოგიური პაციენტების ტკივილის გასაყუჩებლად ყოველწლიურად საჭიროა დაახლოებით 32-33კგ მორფინი; არაონკოლოგიური პაციენტებისათვის - მინიმუმ 12კგ (74კგ ჯანმოს რეკომენდაციით); ჯამში ყოველწლიურად საჭიროა მინიმუმ 45კგ;

რაზე მეტყველებს ცხრილში მოყვანილი მონაცემები?

ექსპეტების თქმით, პაციენტების 89% რეგულარულად იღებდა არაოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებელს. ამ ფონზე 95%-ს  მაინც ჰქონდა  ტკივილი; 59%-ს   მაინც არ დაუნიშნეს მორფინი; დაუნიშნეს ძალიან გვიან (77%-ში); გამოკითხულთა 49%-ს მორფინი უკვე დაენიშნა პალიატიურ განყოფილებაში. 

ექსპერტების თქმით, საქართველოში ყოველწლიურად (2013-16) იხარჯება 8კგ მორფინი, რაც მინიმალური საჭიროების 1/6-ზე და 18%-ზე ნაკლებია; მაგალითისთვის, 2016 წელს 16 200 უკურნებელ პაციენტს არ ჰქონდა წვდომა ესენციურ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე; პაციენტთა 84% იტანჯებოდა ტკივილისგან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების დანიშვნა განიხილება მხოლოდ უკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაში, როდესაც სრულად ამოწურულია დაავადების სპეციფიკური მკურნალობის არსენალი.

სახელმწიფო პროგრამა - „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა“ - ბენეფიციარად მოიხსენიებს უკურნებელ პაციენტებს დაავადების ტერმინალურ სტადიაზე, რომელთაც „სიცოცხლის დასასრულს“ ესაჭიროებათ პალიატიური მზრუნველობა, მათ შორის, ტკივილის გაყუჩება. ამასთანავე, ექიმი მტკიცედ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ პაციენტი ვერ იცხოვრებს 6 თვეზე მეტხანს.

კანონმდებლობის შესაბამისად, თუ პაციენტი არ არის სიკვდილის პირას, შეუძლებელია ოპიოიდების დანიშვნა ტკივილის გასაყუჩებლად. ექიმები კი იმის შიშით, რომ არ შეცდნენ სიკვდილის ვადის დადგენაში, არ ნიშნავენ ოპიოიდებს, სანამ პაციენტს არ გამოეხატება სიკვდილის მოახლოების ნიშნები.

„ტკივილის მკურნალობისადმი ასეთი მიდგომით ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და იგი ხდება „სასტიკი და არაადამინური მოპყრობის ობიექტი“; ამასთანავე, მთლიანად ილახება ბიოეთიკური და მედიცინის პრინციპები, დაეხმაროს, უმკურნალოს და არ ავნოს ტანჯვაში მყოფ პაციენტს, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს. პაციენტის/ადამიანის უფლებების დასაცავად „ღირსების შემლახველი მკურნალობისა“ და „არაადამინური მოპყრობისგან“, უნდა მოხდეს შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებები და შესწორებები", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები არიან: ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი - ფატი ძოწენიძე, იურისტი - თამარ დეკანოსიძე; პალიატიური მზრუნველობის ექსპერტი, მედიცინის დოქტორი იოსებ აბესაძე, პალიატიური მზრუნველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დიმიტრი კორძაია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^