Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით სერგეენკო ფარულ ჩანაწერებზე: რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს

16 ოქტომბერი, 2018 10:56

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერი „რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს“.

რაც შეეხება იმას, რომ ჩანაწერში ფიგურანტი ერთ-ერთი პირი, დათო ცუხიშვილი ჯანდაცვის და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელია, სერგეენკოს თქმით, ის უწყებაში უფროს სპეციალისტად მუშაობს, რის შესახებაც ორი დღის წინ გაიგო.

“მე მართალი გითხრათ, გუშინწინ საღამოს გავიგე, რომ ეს ადამიანი სამინისტროს თანამშრომელია. მოგეხსენებათ, ახლა მოხდა გაერთიანება და საკმაოდ მრავალრიცხოვანი შტატებია ამ გაერთიანებული სამინისტროში. გუშინ დავაზუსტე, რომ ის უფროს სპეციალისტად მუშაობს გაერთიანებულ სამინისტროში. რაც შეეხება იმას, რა სტატუსით მონაწილეობდა ჩანაწერებში, ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

რაც შეეხება თვითონ ჩანაწერს, როცა მოვუსმინე, პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ წარმოუდგენელია, ეს რეალური იყოს. რამდენადაც მე ვიცი, ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და მგონი, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ იქ გაჟღერებული ამბები, ჩემი აზრით, რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს”, -განაცხადა დავით სერგეენკომ. 

„რუსთავი 2" ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს

„რუსთავი 2-მა“ აუდიოჩანაწერები გაავრცელა რომელშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი (რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული), ხორავას ქუჩისა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს. 

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი იმყოფებიან.

ტელეკომპანიის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს მის ერთგულებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^