Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა პრიორიტეტები აქვს სალომე ზურაბიშვილის - კანდიდატის საარჩევნო პროგრამა

18 ოქტომბერი, 2018 14:39

ხიდი ხალხსა და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, ადამიანისა და საზოგადოებრივი უფლებების დამცველი, მიუკერძოებელი, მზრუნველი, ინიციატორი - ასეთ პრეზიდენტობას გვპირდება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი.

„ლიბერალი“ მისი შტაბის მიერ მოწოდებულ საარჩევნო პროგრამას უცვლელად გთავაზობთ: 

1. სტაბილურობის დაცვა, საზოგადოების გაერთიანება და ზრუნვა საქართველოს გამთლიანებისთვის

• საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა 

• ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება და მისი გამთლიანებისთვის წინაპირობების შექმნა

• ნატოში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია 

• საზოგადოების გაერთიანებაში პირადი წვლილის შეტანა 

• არა კონფრონტაცია, არამედ კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან და საზოგადოებასთან, მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან 

• ტოლერანტული საზოგადოების გაძლიერება ყველა წარმოშობის მოქალაქეების ინტერესების დაცვითა და ჩართულობით, რაც მიიღწევა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ენის სწავლის ხელმისაწვდომობით

• ევროკავშირის მისიასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გაზრდა

• პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების შესრულება - აფხაზური ენისა და იდენტობის დაცვა.

2. ევროპა საქართველოში და საქართველო - ევროპაში

• ევროპული სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში: ადამიანის ძირითადი უფლებების, სოციალური და ეკონომიკური, ეკოლოგიური, შრომის უსაფრთხოების უფლებების დაცვა; მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და განსაკუთრებული სოციალური საჭიროებების მქონე სხვა პირთა ინტერესების დაცვა 

• ევროპული გამოცდილების გაზიარება არა მზა მაგალითებით, არამედ საქართველოს თავისებურებების გათვალისწინებით

• ევროპული სტანდარტების დანერგვითა და ქართული კულტურის, ღირებულებების გაზიარებით ევროპაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისთვის მუშაობა

• ქვეყნის ევროპასა და ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია თავისი კულტურითა და იდენტობით

• მკაცრი ზედამხედველობა მთავრობის მიერ ხალხისთვის გაცემული დაპირებების შესრულებაზე.

3. რეგიონების გაძლიერება

• ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ქვეყნის გაძლიერების საფუძველია. აუცილებელია ახალი პოტენციალის დანახვა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერსპექტივის გაჩენა ადგილებზე

• რეგიონების პრეზიდენტი, მათი წარმომადგენელი ხელისუფლებაში, მათი ინტერესების გატანა საზღვარგარეთ და ახალი კავშირების ხელშეწყობა.

4. კულტურა

• პრეზიდენტი - კულტურული მემკვიდრეობის გარანტი

• მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლების დაცვა და ახალი ძეგლების შეტანის ხელშეწყობა (მაგალითად, მეგრული ოდა)

• ქართული კულტურის, როგორც ქართველი ხალხის უმთავრესი ღირებულების დაცვა და განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ

• პრეზიდენტი, როგორც კულტურის ელჩი.

5. ახალგაზრდობა

• ახალგაზრდების ინიციატივების წახალისება, ნოვატორული იდეების მხარდაჭერა

• სახელმწიფო დაფინანსებით უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ღირსეული დაბრუნება და სრულფასოვანი ჩართვა ქვეყნის მშენებლობაში

• ევროპის ქვეყნებთან შეთანხმება დროებითი მიგრანტების თაობაზე.

6. ჯანდაცვა და ჯანსაღი ცხოვრების პირობების გაძლიერება

• ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სპორტის განვითარება 

• ნარკოტიკების წინააღმდეგ უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის წარმართვა.

7. დიასპორა

• ორმაგი მოქალაქეობის დამკვიდრებით მოქალაქეობრივი და სამართლებრივი კავშირის აღდგენა დიასპორასთან

• უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ღირსეული დაბრუნება საქართველოში და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში 

• დიასპორის სახლის დაარსება.

8. მედიცინა

• იმ დიდი პოტენციალისა და ტრადიციების განვითარების ხელშეწყობა, რაც ისტორიულად გვაქვს მედიცინის სფეროში (ფარმაცია და ხალხური მედიცინა, ფაგები, კურორტოლოგია) 

• დაავადებების პრევენციისთვის მუშაობის გააქტიურება

• უშუალოდ პრეზიდენტის მხარდაჭერა და ლობირება ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ადგილზე მკურნალობის შესაძლებლობა.

9. ტურიზმი

თემატური ტურიზმის (არქეოლოგიური, რელიგიური, ექსტრემალური, ბალნეოლოგიური, ეკოტურიზმი და ა.შ.) განვითარება, რაც უშუალოდ შეუწყობს ხელს რეგიონების გაძლიერებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი მოდელი

• პრეზიდენტის რეზიდენცია ორბელიანის სასახლეში 

• ადმინისტრაციის გამჭვირვალობა

• კავშირი მოქალაქეებთან (ცხელი ხაზი)

• გენდერული ბალანსი

• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენლობა ადმინისტრაციაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^