Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი ჩანაწერებზე: საზოგადოება აფასებს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის

18 ოქტომბერი, 2018 16:08

საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის, - ასე ეხმაურება სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაზე. 

„პროკურატურამ გააკეთა განცხადება და ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ჩანაწერები ვიხილეთ. ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების აღრევასთან. კონკრეტული მაგალითი მინდა გითხრათ. დღეს კახამ (კახიშვილი) გააკეთა განცხადებაც, რომ ფიზიკურად არ ჰქონია ამ ადამიანთან ინტერაქცია. შესაბამისად, ეს ადამიანი რას საუბრობს და რა ფაქტებს ასახელებს, დიდი ნაწილი როგორც ჩანს, ამ ყველაფერში არის ილუზია. მთავარი არის ის, რომ მსგავსი ფაქტებით სამწუხაროდ, ცდილობენ შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობენ გარკვეული მოლოდინი შექმნან, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება თავისუფალი და მშვიდობიანი გარემოს ფონზე. ნუ აქვთ ამის ილუზია. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის. როგორც ჩანს, რეალობის მოდელირება სამწუხაროდ, ჰობად იქცა გარკვეული ადამიანებისთვის“, - განაცხადა ბახტაძე.

„რუსთავი 2" ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს

„რუსთავი 2“ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი (რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული), ხორავას ქუჩისა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს. 

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი იმყოფებიან.

ტელეკომპანიის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს მის ერთგულებას.

პროკურატურამ ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების ცნობით, სუბელიანი და ჯაფარიძე საუბრობენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^