Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურორი: ჯერჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებას არ ვედავებით

18 ოქტომბერი, 2018 16:48

პროკურორ დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, პროკურატურა 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებას არ ედავება. მიუხედავად ექსპერტიზის დასკვნისა, ბრალდების მხარის განმარტებით, ამ ბრალდებისთვის მათ სხვა მტკიცებულებებიც სჭირდებათ.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლორა სმიტის უკანა ტანში აღმოჩნდა კობაურის სპერმა, ეს მტკიცებულება არის საქმეში, თუმცა გვჭირდება მტკიცებულებათა ერთობლიობა. რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ახლო მომავალში შედეგიც იქნება. ის თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ლორა სმიტი, ამაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვითარებები დადგენილია და ამის თაობაზე მალე გეცოდინებათ პასუხები. ჯერჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით. ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, თუმცა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, იმ გარემოებებზე თუ როგორ აღმოჩნდა ეს სპერმა ლორა სმიტის სხეულში. გარდაცვლილს ეტყობოდა ძალადობის კვალი. განვმარტავ, რომ ამ საქმეში გარდა მალხაზ კობაურისა, სხვა პიროვნება არ იკვეთება, რაც შეეხება ლორა სმიტის ნაწილს, ბრალდება დღეის მდგომარეობით კვლავ პირვანდელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მალხაზ კობაურს არ ჩაუდენია დანაშაული. მტკიცებულებები არსებობს, თუმცა საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა“, - განუცხადა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს.

მალხაზ კობაურს ხადის ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად. მას ბრალი სსსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^