Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7026 ლარი იქნება

18 ოქტომბერი, 2018 17:32

ხვალ 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7026 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.6838 ლარი ღირს. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0188 ლარი შეადგინა.

ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალ 1 ევროს ღირებულება 3.1134 ლარი იქნება. დღეს მისი გაცვლითი კურსი 3.1022 ლარია. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0112 ლარი შეადგინა.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა, ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ბერკეტი, რომ ინფლაცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს დაბალი. ეს კი იმის გარანტია, რომ გაცვლითი კურსი სტაბილური იქნება.  მისი განმარტებით, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და ამ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმისთვის დამახასიათებელია დროებითი მერყეობები. მისი შეფასებით, ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი არ არის. 

"როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა. აქედან გამომდინარე, ფასების დონე არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება კალათით. აქედან გამომდინარე, არ არის სწორი, რომ ერთი ან ორი პროდუქტის ფასის ცვლილების მაგალითზე ხდება დასკვნა, რომ ინფლაცია გაიზარდა. საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს",- განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^