Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შტაბი: ცესკომ გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში „ძალა ერთობაშიას“ სახელით მონაწილეობაზე უარი უთხრა

19 ოქტომბერი, 2018 12:55

ცესკომ გრიგოლ ვაშაძეს ბიულეტენში „ძალა ერთობაშიას“ სახელით დაფიქსირებაზე უარი უთხრა,- ამის შესახებ კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 28 სექტემბერს მიმართა. 2 დღის წინ კი მათ ამ თხოვნაზე უარი ეთქვათ. გიორგი ვაშაძე ამას „ქართული ოცნების“ დავალებად მიიჩნევს. 

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ იმ ექვს ოლქში, სადაც თვითმმართველობის შუალედური არჩევნები იმართება, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობას „ძალა ერთობაშიას“ სახელით მიიღებენ. 

„აბსურდი მიდის იქამდე, რომ ცესკოს თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა ჩვენს მოთხოვნას. ყველა დანარჩენმა წევრმა კი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, უარი თქვა ამ მოთხოვნაზე. მინდა მივმართო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ „ქართულ ოცნებას“, ასეთი ხრიკები თქვენ ვერ გამოგადგებათ და ვერ გიშველით. მესმის, რომ თქვენი მცდელობაა, ჩვენი ამომრჩევლის დეზორიენტაცია მოახდინოთ. იმიტომ, რომ კამპანიას ვატარებთ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. მესმის, რომ თქვენ ეს გაერთანება გაშინებთ, რადგან აქ შედის 11 პოლიტიკური სუბიექტი. მესმის, რომ თქვენ გინდა წარმოაჩინოთ ისე, თითქოს ბრძოლა არის ორ პარტიას შორის. მაგრამ ერთი რამ გავიწყდებათ, რომ 28 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი გააკეთებს სამართლიან არჩევანს და წარსულს ჩააბარებს თქვენს უკანონო ქმედებებს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„დიდი იმედი არ გვაქვს, მაგრამ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ სიმართლეს და კანონის შესაბამისობას მივაღწიოთ“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^