Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საზმაუს გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების დასაცავად სასამართლოს მივმართეთ" - HRIDC

19 ოქტომბერი, 2018 16:57

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (HRIDC) განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების დასაცავად, მაუწყებლის პროფესიულ კავშირთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს  სარჩელით მიმართა. „სასარჩელო მოთხოვნაა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დასაქმებულებს შესთავაზა ხელშეკრულების პირობების არსებითი შეცვლა, რასაც საფუძვლად ედო კანონთან შეუსაბამო პირობები და რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომლის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება. 

ორგანიზაციის განცხადებით, 2018 წლის სექტემბერში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დასაქმებულებს შესთავაზა შრომითი ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული იყო მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესები, ხოლო დასაქმებულთა უფლებები არ ესადაგებოდა საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს.

„ხელშეკრულებით  სრულად შეიცვალა დასაქმებულთა სამუშაო პირობები, რაც დასაქმებულთა საათობრივად დასაქმების სამუშაო რეჟიმზე გადასვლას გულისხმობს. ანაზღაურება კი განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. შეთავაზებაში მოცემულია დღიური ანაზღაურების ტარიფი, მაგრამ არ არის გაწერილი სამუშაო დღეების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა, რაც დამსაქმებელს უტოვებს შესაძლებლობას, რომ დასაქმებულმა ხელშეკრულების შესაბამისად ერთი სამუშაო დღეც ვერ მიიღოს. ამავე ხელშეკრულებით, დასაქმებულს, ასევე, აეკრძალა პარალელურად სხვა მედიასაშუალებაში დასაქმება“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ კონკრეტულ შეთავაზებას ორგანიზაცია HRIDC სამსახურიდან გათავისუფლებად აფასებს. მათივე განცხადებით, დასაქმებულებს გადაწყვეტილების მისაღებად  განესაზღვრათ სამდღიანი ვადა. შეთავაზებაზე უარი, ასევე, იწვევდა სამსახურიდან გათავისუფლებას.

„დასაქმებულთა გათავისუფლების იურიდიულ საფუძვლად შეთავაზებაში მითითებული იყო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, რაც ზოგადი, ბუნდოვანი ჩანაწერია და არ მოიცავს გათავისუფლების კონკრეტულ საფუძველს“, - აცხადებს HRIDC  

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირის მიერ მოთხოვნილ მედიაციის პროცესში დასაქმებულებმა მორიგების პირობად ხელშეკრულებაში სავალდებულო მინიმალური სამუშაო დღეების განსაზღვრა დაასახელეს. ასევე, მოითხოვეს, დამსაქმებელს განემარტა და დაესაბუთებინა, თუ რა კრიტერიუმის საფუძველზე მოხდა დასაქმებულთა გადარჩევა.

ორგანიზაციის განცხადებით, დასაქმებული ხისტ პოზიციაზე დარჩა და დასაქმებულებმა წაყენებულ მოთხოვნებზე ვერ მიიღეს პასუხები. HRIDC-ის წარმომადგენლების თქმით, დამსაქმებელმა ვერც მედიაციის პროცესში უზრუნველყო, გაეთვალისწინებინა დასაქმებულთა შრომითი ინტერესები,  ეხელმძღვანელა სამართლიანი და დაბალანსებული შრომითი ურთიერთობის ინტერესების გათვალისწინებით. 

„წარუმატებელი მედიაციის შემდგომ, რაც დასაქმებულებმა უარი განაცხადეს წარდგენილ არასამართლიან შეთავაზებაზე, მათ შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ. დასაქმებულებმა  საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის საფუძველზე მიმართეს დამსაქმებელს და მოითხოვეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი განმარტება, მაგრამ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაბუთება ყველა განთავისუფლებულ თანამშრომელთან მიმართებაში იყო სტანდარტული, თითქოსდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა დასაქმებულთა უარი ახალ შეთავაზებაზე“, - აცხადებს HRIDC 


მაუწყებლის პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ტელევიზიის 150-მდე თანამშრომელმა მიმდინარე წლის სექტემბერში ადმინისტრაციისგან შეთავაზება მიიღო. შეთავაზების მიხედვით, იცვლებოდა დასაქმებულების სამუშაო რეჟიმი და კონკრეტულ პოზიციებზე ამ პირებისთვის შრომის ანაზღაურების ფორმა.

როგორც მათ განცხადებაში წერია, თვიური მოჭრილი ხელფასის ნაცვლად თანამშრომლებს ადმინისტრაცია სთავაზობს, საჭიროების შემთხვევაში გამოძახების პრინციპით მუშაობას და ანაზღაურებას, რომელიც შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება. შეთავაზებაში გაწერილი არ არის ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს ზღვრული ლიმიტი და გრაფიკი, ხოლო ტელევიზიის ადმინისტრაცია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თუნდაც ერთხელ მაინც გამოიძახებს რომელიმე თანამშრომელს სამსახურში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^