Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

19 ოქტომბერი, 2018 22:35

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და „თბილისის თამბაქოს“ ერთ-ერთი აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოფაილიდან დგინდება, რომ „ქართული თამბაქოს" ბიზნესიდან წილი, პარტია „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო.

„ირაკლი ჩუბინიშვილი: სამი დირექტორი რა, ხო მასე ითქვა, მთავარი დირექტორი "ომეგა," ფინანსური დირექტორი, მე ფონდს ვეძახი, ფონდი და ჩვენ დაუშვათ, კომერციული;

ზაზა ოქუაშვილი:  ფონდი ეს საინვესტიციო ფონდი ხომ არ არისო, ვეკითხებოდი? და არაო, დავიბენი (იცინიან);

ვანო ჩხარტიშვილი:  საგანელიძე მიაწერე (იცინის);

ზაზა ოქუაშვილი:  ა, უფ კარგი იქნება;

ირაკლი ჩუბინიშვილი: "თბილისის თამბაქო," ეს გეუბნება, რა უნდა გამოუშვას, რამდენი უნდა გაყიდოს ამიტომ აქ სამივეს წარმომადგენელი არის და ეს დაპროგრამირდება, ის ამდენი, ეს ამდენი და ერთი ორგანიზაცია გაიყვანს ქსელში და უზრუნველყოფს ფულის ამოღებას და მერე წარმოებისთვის გადახდას. ეხლა, პირველ ეტაპზე, მე ესე ვფიქრობ, რა აი აქ შუაში არა ფიზიკური, მაგრამ იურიდიული პირების დატოვება შეიძლება გახდეს აუცილებელი. ჩვენი დისტრიბუციის, იურიდიული პირის და ო.ჯ.თ-საც შეილება დაჭირდეს არ ვიცი როგორი სტრუქტურაა, იმიტომ, რომ გარდამავალი ნაშთებიდან ფული რომ ამოვა, ეს ისეთი რაღაცებია, ბუღალტრულად აქედან აქ უნდა მოვიდეს და იქიდან აქ უნდა მოვიდეს ანუ ფიზიკურად ეს არ იარსებებს როგორც სტრუქტურა, მაგრამ დოკუმენტები, რაღაც პერიოდი სანამ, სანამ ეს დასახულ, დასახულ დონემდე არ მივა, ეს დაგვჭირდება. ჩვენ აქ საკრედიტო ხაზი გვაქვს და ბანკთან დაგვჭირდება იმის გარკვევა, რომ ეს სტრუქტურა არ დაიშალოს რა;

ვანო ცხარტიშვილი: გასაგებია, ზაზა საკრედიტო ხაზები გააქვს თქვენ ბანკებთან გახსნილი თუ როგორია საბრუნავი სახსრები;

ზაზ ოქუაშვილი: გვაქვს, საკრედიტო ხაზებია, ჩვენს თანხასაც, ხომ საშუალებები არის;

ვანო ცხარტიშვილი: გასაგებია;

ირაკლი ჩუბინიშვილი: მერე საწარმოო პროცესიც სანახავი იქნება, სად შეიძლება.“- ჩანაწერი დღეს გადაცემა „კურიერში“ გავიდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^