Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს „გირჩის" ე.წ. „კანაფის ფესტივალზე" კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

20 ოქტომბერი, 2018 12:03

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის" მიერ დაგეგმილ „კანაფის ფესტივალთან" დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მუხლით. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში" - ნათქვამია განცხადებაში. 

მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ვინმე (მათ შორის პოლიტიკური გაერთიანების წევრები თუ საპრეზიდენტო კანდიდატი) რაიმე ტიპის სამართალდარღვევას ჩაიდენენ, პოლიცია სამართალდამრღვევი ყველა პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მათ შორის პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” წარმომადგენლებს, შეწყვიტონ სამართალდარღვევებისკენ მოწოდება, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან და სამართალდარღვევების ჩადენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს სამართალდარღვევების აღსაკვეთად" - ნათქვამია განცხადებაში. 

„გირჩს" „კანაფის ფესტივალის" საწინააღმდეგ დღეს დედაენის ბაღში აქციის გამართვას აპირებს მოძრაობა „ქართული იდეა". ისინი გირჩის ღონისძიებას „სიკვდილის ფესტივალს" უწოდებენ.

___

როგორც „გირჩი" წერს, მიაჩნიათ, რომ კანაფის მოხმარების ლეგალურობა, სულ მცირე, ნიშნავს უფლებას, გაზარდო კანაფი და მოიხმარო ის, ლეგალურად და ცივილიზებულად, ისე, როგორც ამას აკეთებენ ადამიანები ნორმალურ ქვეყნებში.

„სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ ამ ფესტივალზე - ერთმანეთს დავეხმაროთ კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში, როგორ და რა ფორმით, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ", - წერს „გირჩი".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^