Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რ2-ის ჩანაწერი: სარალიძის საქმის მოწმეს ჩვენების შესაცვლელად 10 000 ეკლესიის შესაწირში ჩაუგდეს

20 ოქტომბერი, 2018 22:16

„რუსთავი 2-ის" ახალი ფარული აუდიოჩანაწერის თანახმად, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის, მღვდლის შვილის ჩვენების შესაცვლელად ეკლესიის ყუთში 10 000 ჩააგდეს - ამის შესახებ აუდიოჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანთან საუბარში დევნილთა სამინისტროსა და გენინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი ჰყვება.

 - დავით ცუხიშვილი: ჩავაგდეთ ძესიტ ტიში, ეკლესიაში, შესაწირში, რომ ჩვენება შეეცვალა. 

 - მირზა სუბელიანი: მამაოს შვილზეა ლაპარაკი.

 - ცუხიშვილი: ჰო, მამაოს შვილს ჩავუგდეთ დესიტ ტისიში. ეკლესიის ბრალდებულის ბიძა ამერიკაშია, მილიონერია. ჩვენ მთელი მამაოები, რა ვიცი თუ ვინმე მამაო ავტორიტეტი იყო და ქუჩაში ბიჭები და ყველა, ამან დაუბრუნა ეს ათი ათასი და თავის შვილს ჩვენება არ შეაცვლევინა. ათი ათასი ჩაუგდეს რომ ჩვენება შეეცვალა.

„რუსთავი 2-ის ინფორმაციით,  ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის ფალსიფიცირებაში თბილისის ყოფილი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილიც მონაწილეობდა.

„რამდენიმესაათიანი აუდიოფაილების გაშიფვრით დგინდება, რომ ხორავას საქმის გახსნის სქემა ასეთი იყო - პროკურატურა და შინაგან საქმეტა სამინისტრო აკეთებდნენ იმას, რასაც მირზა სუბელიანი იტყოდა, მასთან თანხმდებოდა მოწმეთა ჩვენებებიც" - წერს „რუსთავი 2".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

„სოლიდარობა პანკისს“- პარლამენტთან აქცია ...

თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო. მოქალქეები დღეს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას ...
21 აპრილი
21 აპრილი

პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, რომ ...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ...
21 აპრილი
21 აპრილი

გახარია: სპეცრაზმი ხეობას დატოვებს, გაძლ ...

პანკისის ხეობას შსს-ს ქვედანაყოფები დატოვებენ, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განაცხადა, ს ...
^