Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიციის სამმართველოდან ზურა ჯაფარიძეც გამოუშვეს

20 ოქტომბერი, 2018 22:49

პოლიციის სამმართველოდან „გირჩის" პრეზიდენტობის ჯანდიდატი ზურა ჯაფარიძეც გამოუშვეს. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ მას შემდეგ წაიყავა, რაც „დედაენის ბაღში" მარიხუანა სხვა ადამიანებს გადასცა. 

მთავარი სამმართველოს შენობა დატოვეს ასევე  „გირჩის" ლიდერებმა: ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ და რამდენიმე მხარდამჭერმა, რომლებიც პოლიციაში დედაენის ბაღიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიყვანეს. 

„გირჩის" პრესსამსახურის ცნობით, „ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ 10 დაკავებული ადამიანი გაათავისუფლეს. ამ დროისთვის დაკავებულია 2 ადამიანი, გირჩის წევრი აჩო ხაჩიძე და მუსიკოსი დათო გაბუნია".

--------------

შსს-ს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე დედაენის ბაღიდან პოლიციელებს ნებაყოფლობით გაჰყვა. ამის შესხაებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც შსს ავრცელებს.

„ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისღებად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა შესთავაზეს. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა" - ნათქვამია განცხადებაში. 

ასევე, შსს-ს თქმით,  მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის 11 პირი იყო დაკავებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^