Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსთავში აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

21 ოქტომბერი, 2018 15:34

რუსთავში აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. იგიგმება რომ დაშავებული მოზარდი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანონ. 

„შედარებით რთული მდგომარეობა არის ერთ-ერთი არასრულწლოვნის შემთხვევაში, რომელსაც ოპერაციას უტარებენ ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული მედიკოსები“,- უთხრა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა. 

იგიგმება რომ დაშავებული მოზარდი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანონ. 

9 დაშავვებული „კლინიკა რუსთავში“ არის გადაყვანილი, 3 დაშავებული კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. 

რუსთავში სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, არიან დაშავებულები

დღეს, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის 
ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი 
აფეთქდა. შსს-ს ცნობით, აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 
არასრულწლოვანი.

როგორც უწყების მიერ გვარცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 
საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან 
სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს 
საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 
240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს 
წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^