Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: 2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიან ელექტროავტობუსს შემოვიყვანთ

22 ოქტომბერი, 2018 12:07

2020 წლიდან თბილისის მერია დედაქალაქში სრულიად ახალი სტანდარტის, 18- მეტრიან 200-მდე ელექტროავტობუსს შემოიყვანს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  გარემოსდაცვითი ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია: 2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. თავიდან ვფიქრობდი, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება დედაქალაქში შეუძლებელი და რთული იქნებოდა, თუმცა იმ კვლევის შედეგებმა, რომელსაც „სისტრა“ ატარებს, აჩვენა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს აუცილებლად სჭირდება ელექტროავტობუსები, რომლებიც უნდა იყოს 18-მეტრიანი. ვფიქრობთ, რომ 2020 წლიდან, ის 550 ავტობუსი, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, დაახლოებით, 900 ერთეულამდე გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის შემდეგ, თბილისში შემოსული ყველა ავტობუსი ელექტრო იქნება.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უპირატესობა შეექმნება და გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

„სოლიდარობა პანკისს“- პარლამენტთან აქცია ...

თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო. მოქალქეები დღეს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას ...
21 აპრილი
21 აპრილი

პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, რომ ...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ...
21 აპრილი
21 აპრილი

გახარია: სპეცრაზმი ხეობას დატოვებს, გაძლ ...

პანკისის ხეობას შსს-ს ქვედანაყოფები დატოვებენ, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განაცხადა, ს ...
^