Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი დაიღუპა

22 ოქტომბერი, 2018 16:04

22 ოქტომბერს, დილით ზვარეში ახალი რკინიგზის მშენებლობაზე ავტომანქანის მძღოლი სამუშაოს შესრულების პროცესში დაიღუპა. ინფორმაციას „ჩემი ხარაგაული“ ავრცელებს. 

როგორც გამოცემას ზვარელებმა უთხრეს, თავდაღმართში მიმავალი ავტომანქანა მეორე მანქანას დაეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, მათ ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, უბედური შემთხვევა, ტექნიკური გაუმართაობისა და შრომის უსაფრთხოების უხეში დარღვევის შედეგად მოხდა.

როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყებაში აცხადებენ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^