„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ე.წ. „ომეგას“ საქმეზე გავრცელებულ ახალ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
როგორც მან „რუსთავი 2-ს“ განუცხადა, ქვეყანას მართავს შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
„აღშფოთებულია ხალხი იმ ფირების ყურებით, რაც „რუსთავი 2-სა“ და სხვა ტელეარხებზე გადის. ეს არის აღმაშფოთებელი, ამაზრზენი და გულის ამრევი. ჩვენს ქვეყანას მართავს „ქურდული ოცნება“. კანონიერ ქურდებსაც რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ, არანაირი. ეს არც მაფია არის. ეს არის რაღაცა უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც მორალის, კონსტიტუციის, კანონისა და ჩვენი პოლიტიკური სისტემის იქით არის გასული ისე, რომ მათი მობრუნება შეუძლებელია,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.
„სარდაფის ეპიზოდზე“ „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ჩანაწერს ავრცელებს
„რუსთავის 2“ კიდევ ერთ ჩანაწერს ავრცელებს „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე. აუდიოჩანაწერში ლევან ყიფიანი მასსა და ფარცხალაძეს შორის დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.
სპორტის ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილს და „ომეგას“ სხვა მენეჯერებს უყვება იმასაც, თუ როგორ გაარჩია ეს საქმე ბიძინა ივანიშვილმა.
ჩანაწერში ლევან ყიფინი დეტალურად ჰყვება, რომ ის ჩაიყვანეს სარდაფში, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ახლა ოფისი აქვს, სადაც გააშიშვლეს და სცემეს. ყიფიანი ამბობს, რომ ის ივანიშვილმა დაიბარა და ჰკითხა, რატომ შეაგინა მან ფარცხალაძეს.