Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იგორ გიორგაძე ლაშა ტუღუშს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის

23 ოქტომბერი, 2018 12:51

 იგორ გიორგაძე მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშს ინგლისურენოვან გამოცემაში DFwatch გამოქვეყნებული სტატიის გამო უჩივის. აღნიშნულ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

2017 წელს გამოცემაში DFwatch, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის, გამოაქვეყნა სტატია და მასში აღწერილი იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის აფეთქება.

ლაშა ტუღუშის თქმით, უშიშროების ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ სტატიით მისი ღირსება შეილახა და აღნიშნული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.

„იგორ გიორგაძე დავობს სტატიასთან დაკავშირებით, სადაც აღწერილი იყო სიტუაცია, როდესაც ააფეთქეს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ცხადია, მთელი საქართველო საუბრობდა, რომ არსებობს მილიონი ფაქტი იმისა, რომ მას კავშირი ჰქონდა ამ ტერორისტულ აქტთან. როგორც ჩანს, გიორგაძე ამას უარყოფს და როგორც ჩანს, უნდა, რომ დაბრუნდეს. მიაჩნია, რომ პატივი და ღირსება შეილახა, რომ ის ამ საქმეში სუფთაა, რაც უცნაურია. რა უნდა იგორ გიორგაძეს და ამას რატომ აკეთებს, ძალიან კარგად გამოჩნდა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, როდესაც მან ფაქტობრივად, დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველო და თქვა, რომ აქ თითქოს, ბიოლოგიური იარაღს ვამზადებთ."  - განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^