აქტივისტ გიგა მაქარაშვილის თქმით, გორში თავზე ურნის ჩამომხობის საქმეზე პროკურატურამ მას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა.
თუმცა აღნიშნულ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება და ჩანიშნულია ყველა სახის ექსპერტიზა, რაც გათვალისიწინებულია საგამოძიებო მოქმედებებით.
10 ოქტომბერს გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.
ახალგაზრდების ჯგუფმა მერიის შენობის წინ ნაკელი მიიტანეს და შენობის კიბეებზე საკენკიც დაყარეს. აქციის მიზეზი რამდენიმე დღით ადრე გორის მერის მიერ გაკეთებული განცხადება იყო. კონსტანტინე თავზარაშვილმა დევნილთა დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრისას ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.