
„ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას ხალხური მედიცინის მხარდაჭერას ჰპირდება. ამას მის ოფიციალურ გვერდზე, salome.ge-ზე ჩამოთვლილ პრიორიტეტებში ვკითხულობთ. ამ ჩანაწერის მიხედვით, ზურაბიშვილის მიზანი სამედიცინო სფეროში არის:
„იმ დიდი პოტენციალისა და ტრადიციების განვითარების ხელშეწყობა, რაც ისტორიულად გვაქვს მედიცინის სფეროში (ფარმაცია და ხალხური მედიცინა, ფაგები, კურორტოლოგია).
დაავადებების პრევენციისთვის მუშაობის გააქტიურება.
უშუალოდ პრეზიდენტის მხარდაჭერა და ლობირება ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ადგილზე მკურნალობის შესაძლებლობა".