Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილს ვეთანხმები, რომ სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა - ივანიშვილი

23 ოქტომბერი, 2018 23:24

ეკა კვესიტაძემ ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილის წიგნის შესახებ ჰკითხა, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთ სარჩელში გამოიყენა.

“თქვენ მოუწოდებთ ადამიანებს, ხმა მისცეს კანდიდატს, რომლის წიგნიდან ციტატები გამოყენებულია ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ”.

ივანიშვილის თქმით, ის ეთანხმება სალომე ზურაბიშვილს, რომ "საკუთარი მოსახლეობა დაბომბა სააკაშვილმა". მას მიაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე ზურაბიშვილის განცხადებები გადაჭარბებული არ არის.

“სააკაშვილმა დაბობმა საკუთარი მოსახლეობა, რა მოხდა 2008 წელს? როგორ ახერხებს დღეს ეს გუნდი, როგორ ყოფნის ცინიზმი, რომ ეს საკითხები სხვას გადააბრალონ. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა, ეს იყო ღალატი ქვეყნის და სამშობლოსი, მას შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა და რუსეთს არ აეხდინა საუკუნოვანი ოცნება.

2008 წელს გამოუსწორებელი შეცდომა მოხდა, დღეს 20% ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულია. ევროსაბჭოს რეზოლუციაში გარკვევით წერია, საქართველოს ხელისუფლების გარკვეული ქმედებების შესახებ. ის, რაც არ წერია ამ რეზოლუციაში, არაფერი გადაჭარბებული არ უთქვამს ქალბატონ სალომეს. თუ არა მაშინდელი ხელისუფლების წინდაუხედავი ქმედება რუსეთი ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^