Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა პრეტენზიები აქვს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს გამოძიებასთან

24 ოქტომბერი, 2018 15:31

ხადის ხეობაში სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები გეგმავენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

ისინი მოითხოვენ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს 78-ე მუხლი, „რაც დაცვას მალხაზ კობაურთან ერთად დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის უფლებას მისცემს".

„სასამართლომ იმავე ხელწერით იმუშავა და მალხაზ კობაური კვლავ პატიმრობაში დატოვა". - ამბობენ ადვოკატები. 

მათი თქმით, მათ  ეზღუდებათ პატიმრის დროებით გამოყვანის შესაძლებლობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად.

ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ გამომძიებელი ბექა აკობია პატივს არ სცემს კანონს და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე სურს, შევიდეს ბრალდებულთან და მოლაპარაკება აწარმოოს ჩვენების მისაცემად.

მალხაზ კობაურის ადვოკატები გეგმავენ, მოკლული სმიტების ოჯახის წევრებთან ამერიკაში ჩავიდნენ და ისინი გამოკითხონ.

მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობენ. 

19 წლის კობაურს ხადის ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრის, ლორა და რაიან სმიტების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^