Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

25 ოქტომბერი, 2018 10:31

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„რამდენიმე დღეში ქვეყანაში მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე გვაქვს. ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. საქართველო ამ არჩევნებით კიდევ ერთ, დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვან ტესტს ჩაატარებს. მე მჯერა, რომ ჩვენ ამ ტესტს ყველა ერთად, თითოეული ჩვენი მოქალაქე ჩავაბარებთ ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა  პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებული აქვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი, რთა ყველა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. 

მამუკა ბახტაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა:

„ჩემი ინიციატივით მთავრობამ მიიღო დადგენილება, რათა კიდევ ერთხელ გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენება. იუსტიციის სამინისტროში მუშაობს ასევე უწყებათშორისი კომისია, რომელიც განიხილავს ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ნებისმიერ ფაქტს. მოვუწოდებ ყველას, დარღვევების არსებობის შემთხვევაში გამოიყენეთ სამართლებრივი მექანიზმები და შეიტანეთ საჩივრები, რათა გამოვლინდნენ სამართალდამრღვევი პირები. დარწმუნებული ვარ, 28 ოქტომბერი საქართველოში იქნება დემოკრატიის გამარჯვების კიდევ ერთი დღე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^