Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფკავშირები: სქესის ნიშნით დისკრიმინაციისთვის საქართველოს ფოსტას დავა მოვუგეთ

25 ოქტომბერი, 2018 12:18

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს ფოსტის გადაწყვეტილება გუგული შამილიძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი სქესის ნიშნით და მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა კომპენსაციის გადახდა (ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით,  2017 წლის 1 აგვისტოდან ამ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე)" - ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს.

პროფკავშირების განცხადებით, გუგული შამილაძე საქართველოს ფოსტაში 1990 წლიდან იყო დასაქმებული. 2011 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფოსტის ხელვაჩაურის სერვისცენტრში კურიერის თანამდებობაზე.

2017 წლის 8 მაისის მას დამსაქმებელმა წერილით შეატყობინა, რომ სერვისების გაუმჯობესებისა და ფოსტის სწრაფად ჩაბარების მიზნით კურიერს უნდა ჰქონდეს „A“ კატეგორიის მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის წარსადგენად მას 1 თვის ვადა განუსაზღვრეს. გუგული შამილაძე მუშაობდა ხელვაჩაურში, სადაც არ არის ავტოსკოლა. ამასთან, მუშაობდა კვირაში 6 დღე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 6 საათამდე, ხოლო შაბათს - 3 საათამდე. ამის გათვალისწინებით, ბათუმის ავტოსკოლაშიც ვერ შეძლებდა სიარულს. 2017 წლის 28 ივნისს დამსაქმებელმა შეატყობინა, რომ ვინაიდან დასაქმებულმა არ წარადგინა „A“ კატეგორიის მართვის მოწმობა ის გათავისუფლებულია სამსახურიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ” პუნქტის საფუძველზე (კვალიფიკაციის შეუსაბამობა).

ხელვაჩაურის სერვისცენტრში დასაქმებული იყო 3 კურიერი. 2 ქალი. ორივე დასაქმებულ ქალს მოსთხოვეს 1 თვის ვადაში აეღო „A“ კატეგორიის მართვის მოწმობა, მაშინ, როდესაც იმავე სერვისცენტრში დასაქმებული კაცისთვის იგივე მოთხოვნა არ წაუყენებიათ. შესაბამისად – თუ „A“ კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელი იყო სერვისების გაუმჯობესებისთვის და გზავნილების სწრაფად ჩასაბარებლად, მაშინ ასეთი მოთხოვნა უნდა წაეყენებინათ ყველა კურიერისთვის, როგორც იმავე სერვისცენტრში, ასევე საქართველოს ფოსტის სხვა სერვისცენტრებშიც.

მოპასუხეს არ ჰქონდა იმის არგუმენტაცია, თუ რატომ არ მოსთხოვა იმავე სერვისცენტრში დასაქმებულ კაცს „A“ კატეგორიის მართვის მოწმობა. ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ სხვა სერვისცენტრში დასაქმებულ კაცებს წაუყენეს იგივე მოთხოვნა მართვის მოწმობასთან დაკავშირებით.

დისკრიმინაციის გამოსარიცხად მოპასუხემ წარმოადგინა ხელშეკრულებები მოპედების შესყიდვასთან დაკავშირებით და განმარტავდა, რომ მხოლოდ მოპედებით გადაადგილდებიან კურიერების. ამის საწინააღმდეგოდ სასამართლოს წარვუდგინეთ საქართველოს ფოსტის ვებგვერდიდან ამოღებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, სადაც სხვადასხვა დროს გამოცხადებული იყო ფეხით მოსიარულე კურიერის ვაკანსიები. შესაბამისად, საქართველოს ფოსტის არგუმენტი, რომ მხოლოდ მოპედებით უნდა მოხდეს კურიერის გადაადგილება, არ დასტურდებოდა.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების იურისტი ნინო განჯელაშვილი იცავდა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^