Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვარ ასე დათრგუნული და დაცინული“- ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლის შესახებ

01 ნოემბერი, 2018 12:40

ბიზნესმენი ლევან ვასაძე რადიო „კომერსანტთან“ ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ მოვიდა პოლიტიკაში. ის ბიძინა ივანიშვილის მმართველობასაც აფასებს და ამბობს, რომ „ ექვსი წლის გადმოსახედიდან ცხადად ჩანს, კოჰაბიტაციის გარდა, უდავოდ ადგილი ჰქონდა ბიძინას მხრიდან ზნეობასა და სამართლიანობაზე არ გამოსარჩლებას და ფეხებზე დაკიდებას“. 

ლევან ვასაძე ამბობს, რომ  ერი დაითრგუნა, მორალურად განადგურდა, მიწასთან გასწორდა და დაიჯერა, რომ ამ ქვეყანაზე სამართალი არ არსებობს. 

„ეს თემა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც უდღეური ბიზნესი, რომლის ხელობაშიც მე, ისევე, როგორც ბევრი ჩვენგანი, შემთხვევით მოვხვდი, რადგან ჩემს ახლობლებსა და ხალხზე უნდა მეზრუნა.

და როდესაც ხედავ, რომ შენს სამშობლოში ასეთი გაუგონარი რამ ხდება, კვდება ხალხში სამართლიანობის რწმენა, რაღა ბიზნესი უნდა გაინტერესებდეს კაცს.  ბიზნესს ხომ იმისათვის აკეთებ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარო შენს გარშემო.

მე არაერთხელ ავხსენი, რატომ არ მიმაჩნია ამ უბინძურეს პოლიტიკაში შესვლა ქვეყნისათვის გამოსავალად, მაგრამ ცხადია, რომ ვერც ეს ავუხსენი ხალხის ნაწილს და ვარ ასე დათრგუნული და დაცინული.  თუმცა არც ერთი წამით არ ვკარგავ უფლის იმედს და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი გამოუჩენს ჩვენს სამშობლოს ამ საშინელებიდან გამოსავალს.  ვფიქრობ, ეს მოხდება იმ დღესვე, როდესაც ქართველი დედები ერთიანად შეწყვეტენ საკუთარი შვილების მოკვლას თავიანთ საშოში.  მერე გაიხსნება ცა და სასწაულებრივად აღდგება საქართველო, მთელი მისი დიდებით.  მანამდე, კი როგორმე უნდა გავუძლოთ ამ ჩვენს მორალურ და ფიზიკურ კვდომას," - ამბობს ლევან ვასაძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^