Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დანამატს 1 იანვრიდან მიიღებენ - სამინისტრო სოცდაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდაზე

02 ნოემბერი, 2018 17:21

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდის ინიციატივაზე ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს. 

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ისაუბრა. 

„ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, შემოღებულ იქნას ბავშვების 50 ლარიანი, ყოველთვიური დახმარება, რომლის ფარგლებშიც 20 ლარი იქნება ფულადი ბენეფიტი, ხოლო 30 ლარი - კვების ვაუჩერი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით სოციალურად დაუცველი ოჯახები, ბავშვზე 50 ლარიან დანამატს 1 იანვრიდან მიიღებენ. 

მსოფლიო ბანკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში 2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა უკეთ ხედავს ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს. კერძოდ, თუ 2015 წლამდე მოქმედი მეთოდოლოგიით საარსებო შემწეობა ფარავდა ბავშვების 25.8%-ს, ახალი მეთოდოლოგიით საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა 33%-ს შეადგენს.
მიხუდავად იმისა, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამით, 16 წლამდე ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 10 ლარს შეადგენს, გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარება და ბავშვის შემწეობა ყველაზე დადებითად ბავშვთა სიღარიბის შემცირებაზე მოქმედებს. აღნიშნული დახმარების გარეშე, ბავშვებში უკიდურესი სიღარიბე 6.85%-დან 13.1%-მდე გაიზრდებოდა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 16 წლამდე ბავშვების რაოდენობა 140 000-მდეა. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო წლიური საბიუჯეტო რესურსი 70 მლნ. ლარია, "- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^