Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ ჟვანიამ 3-თვიან საარჩევნო პერიოდში 60 000 ლარამდე ანაზღაურება აიღო

05 ნოემბერი, 2018 11:37

2018 წელს 10 თვეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ხელფასის სახით ჯამში 110 500 ლარი აიღო, 20 400 ლარი კი დანამატის სახით. იანვარ-ოქტომბერში საერთო ჯამში მან 130 900 ლარი მიიღო. „ლიბერალმა“ ცესკოდან თამარ ჟვანიას ანაზღაურებასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა [დათვლილია დარიცხული თანხა].

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, იანვარ-ივლისის ჩათვლით, ჟვანიას ყოველთვიული თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) 8 500 ლარს შეადგენდა, ხოლო საარჩევნო პერიოდში (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) მან ხელფასის სახით 17 000 -17 000 ლარი აიღო. დანამატის სახით კი ამ 3 თვეში ჯამში 8 500 ლარი, ანუ საარჩევნო პერიოდში ჯამში - 59 500 ლარი (აქედან 11 900 ლარი საშემოსავლო გადასახადია).

რაც შეეხება 2017 წელს, ჟვანიამ ჯამში (ხელფასი, დანამატი, პრემია) 149 174 ლარი მიიღო. აქედან ხელფასი იყო - 83 174 ლარი, დანამატი - 41 250, პრემია - 24 750 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის განმავლობაში (10 თვე) ჟვანიას პრემია არ მიუღია, განსხვავებით წინა წლისგან, თუმცა გაიზარდა მისი ხელფასი. კერძოდ, არასაარჩევნო პერიოდში ჟვანია 2017 წელს ხელფასის სახით ყოველთვიურად 5 500 ლარს იღებდა, ხოლო 2018 წელს (არასაარჩევნო პერიოდში) - 8 500 ლარს.

მიმდინარე წელს გაზრდილი თანხა აიღო მან ასევე საარჩევნო პერიოდშიც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3 თვეში (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) მან ხელფასის სახით 17 000 -17 000 ლარი აიღო. წინა წელს კი საარჩევნო პერიოდში (4 თვე - აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი), საშუალოდ, - 9 793 ლარი (მაგ: სექტემბერ-ოქტომბერში - 11 000-11 000 ლარი); თუმცა, 2018 წელს საარჩევნო პერიოდში ჟვანიამ დანამატის სახით ნაკლები თანხა აიღო (8 500 ლარი), ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში (22 000);

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^