Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„როცა იქნება, საჯარო გახდება" - როდის განაახლებს სალომე ზურაბიშვილი კამპანიას

05 ნოემბერი, 2018 14:24

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლების მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე  მოსახლეობას მხოლოდ ერთხელ, არჩევნებიდან მესამე დღეს, მიმართა, როდესაც გააცნო გადაწყვეტილება, რომ მეორე ტურში საბრძოლველად მზად იყო.

არც მანამდე და არ ამის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატს რაიმე სხვა საჯარო აქტივობა არ ჰქონია.

„ლიბერალი" დაინტერესდა თუ როდის აგრძელებს სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას, როდის დაიწყებს ამომრჩეველთან შეხვედრებს, ინტერვიუებს.

„ამ მომენტში რაიმე აქტივობა შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის" - გვითხრეს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სტაბის პრესსასმახურში.

„როცა იქნება, საჯარო გახდება" - გვითხრეს რამდენიმე კითხვის შემდეგ. 

რაც შეეხება მის კონკურენტს, გრიგოლ ვაშაძეს, მან რამდენჯერმე მოაწყო პრესკონფერენცია,  მისცა ვრცელი ინტერვიუ, შეხვდა მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებს, ესტუმრა საქართველოს პატრიარქს და ა.შ. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^