
თბილისში დაკარგული გოგონა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს. ბავშვი ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. შსს-ში ამბობენ, რომ ამ წუთებში ბავშვთან სამართალდამცავები იმყოფებიან და დეტალებს არკვევენ, განცხადებას კი მოგვიანებით გაავრცელებენ.
დღეს სოციალურ ქსელში 12 წლის ე. გ. -ს დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ოჯახის ახლობელმა „ლიბერალს“ უთხრა, ბავშვი დილის 9 ნახევარზე სახლიდან გავიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა.
ჩასწორება: თავდაპირველად გამოქვეყნდა მასალა ბავშვის ფოტოთი, ინფორმაციის გავცელებისა და მისი პოვნისთვის ხელშეწყობის მიზნით.