Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს არ არის კონფერენცია - პროექტი ახალგაზრდებისთვის

05 ნოემბერი, 2018 22:11

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველგან ინფორმაციაა, მაგრამ ყველა ინფორმაცია არ არის ინფორმაცია. სადაც ათასობით მედიაა, მაგრამ ყველა მედია არ არის მედია. სადაც თითოეული ჩვენგანი ინფორმაციის მომხმარებელია, მაგრამ არ არის მხოლოდ მომხმარებელი. სადაც ყველას შეუძლია იყოს ინფორმაციის წყაროც, მედიაც და მოხმარებელიც ერთდროულად.

როგორ გადავრჩეთ ასეთ სამყაროში? სად გავარჩიოთ ტყუილ-მართალი? როგორ გავუმკლავდეთ გამოწვევებს? ამ კითხვებზე საპასუხოდ 20-21 ნოემბერს სამოქალაქო და საჯარო სექტორის, განათლებისა და მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები და მკვლევარები კონფერენციაზე შეიკრიბებიან. კონფერენცია, სახელწოდებით - „ეს არ არის კონფერენცია“ ორწლიანი პროექტის ნაწილია, რომელსაც დემოკრატიის ლაბორატორია საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, Digital Communication Network-თან და Forset-თან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში აამაღლოს მედია წიგნიერების და კრიტიკული აზროვნების დონე, კერძოდ, დააფიქროს იმაზე, რომ ყველაფერი რაც ტრადიციულ, ონლაინ თუ სოციალური მედიაში ვრცელდება, სიმართლე არ არის და “share” ღილაკზე თითის დაჭერა პასუხისმგებლობაა.

ამის გაკეთება ახალი, ექსპერიმენტული ონლაინ პლატფორმის შექმნით იგეგმება რომლის შემუშავებაც  სფეროში მომუშავე ყველა რელევანტური აქტორის და სამიზნე აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობით უნდა მოხდეს. კონფერენციის მთავარი მიზანი სწორედ ამ ჩართულობის უზრუნველყოფაა.

კონფერენციის პირველი დღე  მედია წიგნიერების, fake news-ის და პროპაგანდის კუთხით  საქართველოში და მსოფლიოში არსებული გამოწვევებს, დეზინფორმაციასთან ბრძოლის არსებული პრაქტიკას და გამოცდილებას დაეთმობა. კონფერენციის სპიკერები არიან: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, ეთო ბუზიაშვილი, ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტი, ქეთი დევდარიანი, მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი, სოფო გელავა და სხვები.

მეორე დღეს სხვადასხვა გამოცდილების, ცოდნის, უნარებისა და ხედვის მქონე პროფესიონალების სამუშაო ჯგუფი ახალი იდეებისა და გადაწყვეტების გენერირებისთვის შეიკრიბება. ექსპერტები და არასამთავრობო სექტორი, მედია და კომუნიკაციის სპეციალისტები, კრეატიული ინდუსტრიის და განათლების სფეროს წარმომადგენლები, ე.წ. ინფლუენსერები და მკვლევარები, ლექტორები და სტუდენტები გააერთიანებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი, პრაქტიკული და ქმედითი ციფრული პლატფორმა, რომელიც საქართველოში, და წარმატების შემთხვევაში, მის ფარგლებს გარეთ ახალგაზრდებში მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესების ინსტრუმენტი გახდება.

კონფერენცია 20-21 ნოემბერს, ტექნოპარკში გამართება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ამ ლინკზე. კონფერნციაზე დასწრება უფასოა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^