Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაქრაძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას, მომავალ კვირაში განვიხილოთ კანონპროექტი აქციზის შესახებ

08 ნოემბერი, 2018 14:06

დავით ბაქრაძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მომავალ კვირაში განიხილონ „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტი აქციზის განახევრებასთან დაკავშირებით. 

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, მომავალ კვირაშივე განვიხილოთ კანონპროექტი აქციზის განახევრების შესახებ.

ლარის კურსთან ერთად, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა თავისუფალ ცურვაშია დღეს და ქვეყანას არ ჰყავს პატრონი და ხელისუფლება, რომელიც რამეს გააკეთებდა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად. ამიტომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“, ვთავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯს, პარლამენტში შეტანილი გვაქვს კანონპროექტი აქციზის განახევრების შესახებ“, - თქვა ბაქრაძემ. 

ბაქრაძის თქმით, კანონპროექტის  მიზანია, ერთი წლის წინ გაორმაგებული აქციზი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს, რაც 20-25 თეთრით გააიაფებს ბენზინს. 

„აქციზი გააორმაგა „ქართულმა ოცნებამ“ და კვირიკაშვილის მთავრობამ 1 წლის წინ, ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, დაუბრუნდეს აქციზი ძველ ნიშნულს, განახევრდეს, რაც მინიმუმ 20-25 თეთრით მყისიერად გააიაფებს ბენზინს და ეს იქნება ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ დავეხმარებით მოსახლეობას. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, მომავალ კვირაშივე განვიხილოთ ჩვენი კანონპროექტი გავანახევროთ აქციზი, ამითი 25 თეთრით შევამციროთ ბენზინის ფასი და ოდნავ მაინც დავეხმაროთ მოსახლეობას მათი პრობლემების მოგვარებაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^