Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: II ტურის წინ მთავრობამ მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს

08 ნოემბერი, 2018 15:15

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მთავრობამ მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს. ორგანიზაციის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააქტიურდა,- ბოლო კვირის განამვლობაში თითქმის ყოველდღე ვისმენთ „ქართული ოცნების” ლიდერების დაპირებებს ახალი მრავალმილიონიანი სოციალური ხასიათის პროექტების შესახებ. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ტენდენცია, თავისი არსით, ინტენსივობითა და სამიზნე აუდიტორიით ცხადად ატარებს საარჩევნო მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის ხასიათს, რაც საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეიძლება უტოლდებოდეს.

ორგანიზაცია აქვეყნებს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ამ კუთხით აღსანიშნავი პროექტების ჩამონათვალს:

მამუკა ბახტაძე - პრემიერ მინისტრი
ტენდენციას სათავე დაუდო პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც 2 ნოემბერს განაცხადა, რომ 140 000 სოციალურად დაუცველ ბავშვს 10 ლარიდან 50 ლარამდე გაეზრდება დახმარება, რაც ჯამში დამატებით 70 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო ხარჯს გულისხმობს.

დავით სერგეენკო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
იმავე დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ამომრჩეველს მთავრობის დადგენილების მიღებას დაჰპირდა, რომლის თანახმადაც, თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება ფულადი სოციალური დახმარება, ხოლო შემდეგი წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არაფულადი პრივილეგიები. მისი თქმით, შესაბამის დადგენილებას მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს.

სერგეენკომ, ასევე, განაცხადა, რომ სამინისტრო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის და პრიორიტეტი თბილისს მიენიჭება.

კახაბერ ოქრიაშვილი - პარლამენტის წევრი
4 ნოემბერს დმანისისა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახაბერ ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ მან პარლამენტს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით მიმართა. კანონპროექტი ითვალისწინებს დასახლებისთვის, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშეც, მაღალმთიანის სტატუსი მინიჭების შესაძლებლობას, რასაც ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გამოყოფა შეიძლება მოჰყვეს.

რუსთავის და თელავის მუნიციპალიტეტები
5 ნოემბერს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 350 ოჯახს დაუკანონდება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ბინები, რომელთა  დაკანონებასაც რამდენიმე წელია, უშედეგოდ ითხოვდნენ.

მსგავსი პროცესი მიმდინარეობს თელავშიც, სადაც ე.წ. „ლეგიონის ბინები”, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა, იქ მცხოვრებ ადამიანებს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაუკანონდება, რასაც ადასტურებსთელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^