Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეთიოპიის პოლიციამ 200-მდე ადამიანის საერთო სამარხი აღმოაჩინა

09 ნოემბერი, 2018 12:19

BBC-ის ცნობით, ეთიოპიის პოლიციამ სომალისა და ორომოს საზღვართან ახლოს საფლავი აღმოაჩინა, რომელშიც 200-მდე ცხედარია ნაპოვნი. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფლავი იმ გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს, რომელიც სომალის ყოფილი პრეზიდენტის, აბდი მოჰამედის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მას ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებული დევნა, ასევე, წამება, გაუპატიურება და მკვლელობა ედება ბრალად. ამჟამად ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო განხილვის მოლოდინშია.

BBC-ის ცნობით, ადგილობრივი პოლიცია ცხედრების იდენტიფიცირებას ცდილობს. 

აბდი მოჰამედი სომალის პრეზიდენტის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებდა, 2018 წლის აგვისტოში გადადგა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი სამართალდამცველებმა დააკავეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^