Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ კრიმინალური ავტორიტეტებით ცდილობს ამომრჩეველზე ზეწოლას

09 ნოემბერი, 2018 13:04

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით ცდილობს ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამასთან, მათი განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები არიან ქვეყნის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. 

როგორც „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ, რათა ხელისუფლებამ არჩევნების მეორე ტურზე ხმების გაყალბება ვეღარ შეძლოს.

„დადასტურებულად გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კრიმინალურ ავტორიტეტებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში შევიდნენ და ამით ცდილობენ გარკვეულ ზეწოლასა და წნეხს ამომრჩეველზე, რათა მობილიზება მოახდინონ. მაგრამ ეს მათ არ უშველით. ამას ჩვენ სრულიად ახლებურ მიდგომებს ვუპირისპირებთ იმისათვის, რომ გამოვააშკარაოთ ყველა ასეთი საკითხი და ამ ყველაფრის პრევენცია მოვახდინოთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^