Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუზი, საფეხბურთო მოედანი, მედიათეკა - რა იგეგმება „ახალ მზიურში"

09 ნოემბერი, 2018 14:27

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად პარკ „მზიურში“ პროექტ „ახალი მზიურის" პრეზენტაცია გამართა. 

„ეს პარკი იყო მოწმე ნგრევის და იქნება მოწმე შენების"  - განაცხადა თბილისის მერმა. 

კალაძის თქმით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი, კეთდება მედეათეკა, მინი-გალარეა, მოეწყობა სხვადასხვა რეკრეაციული ზონა. დაგეგმილია გამწვანების პროექტი. მოეწყობა მინი-ფეხბურთისა და სკეიტბორდის მოედნები და სხვადასხვა სპორტული დატვირთვის სივრცეები. მაია ცქიტიშვილის თქმით, ასევე განთავსდება აუზი. 

მინისტრის თქმით, პროექტი 2019-2020 წლებში განხორციელდება. 

„ეს იქნება ახალგაზრდების ოცნების სახლი“. - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა. 

პროექტს ახორციელებს თბილისის მერია, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. ფინანსურად ევროპის საინვესტიციო ბანკი ეხმარება. 

ვიდეო:  ინფრასტრუქტურის სამინისტრო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^