Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სარალიძე: მორჩაძის მიმართ პრეტენზია არ მქონია, ვინც პასუხისგებაშია მისაცემი, ის მისცენ

09 ნოემბერი, 2018 14:53

მორჩაძესთან დაკავშირებით მე პრეტენზია არ მქონია და არც მექნება - ვინც არის პასუხისგებაში მისაცემი, ის მისცენ და ვიღაცების მოძებნას და ვითომ საქმის გადაფარვას შეეშვან,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ზაზა სარალიძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ განუცხადა.

„ვერანაირად ვერ შევაფასებ იმიტომ, რომ ეს პიროვნება როცა პასუხისგებაში მისცეს, მაშინაც გაურკვეველი იყო, რა მოტივით იყო პასუხისგებაში მიცემული. ეს მგონია ისევ თამაში ხელისუფლების მხრიდან. ჩემი აზრით, ის მაშინ პასუხისგებაში მისცეს სუბელიანის თამაშის გამო, რომ თითქოსდა რაღაცას აკეთებს შსს და პროკურატურა. ეს იყო უსაფუძვლო ნაბიჯები. რაც შეეხება მოწმეების მოსყიდვას და დაშინებას, იმდენი ადამიანი ჰყავთ პასუხისგებაში მისაცემი, რომ თითები არ გვეყოფა ჩამოსათვლელად“, - განაცხადა სარალიძემ.

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, მისი მოხდა კი, პირობით, ორი წლით გამოსაცდელი ვადით განესაზღვრა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 იანვარი
16 იანვარი

2018 წელს ნარკოტესტირებაზე 8 650 ადამიან ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს ნარკოტესტირებაზე 8 650 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 4 ...
16 იანვარი
16 იანვარი

„მშენებლობის ნებართვა გვაქვს" - კომპანია ...

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის" საკასაციო ...
16 იანვარი
16 იანვარი

18 იანვარს მასწავლებელთა პროფესიული განვ ...

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის პრეზენტაცია 18 იანვარს გაიმართება, – ამის შესახებ პირველ არხს მ ...
^