Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„კანონი არის მარტივი გამოსავალი" - კალაძე სარალიძე-მაჩალიკაშვილის უარზე, დატოვონ ტერიტორია

09 ნოემბერი, 2018 15:25

„დედაქალაქის მერიას დაწყებული აქვს საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება, პარლამენტის წინ ცენტრალური ადგილია. აქ იდგმება მთავარი ნაძვის ხე. ეს მე არ მომიფიქრებია, ტრადიციაა და წლებია, გრძელდება". - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

როგორც ცნობილია, ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მერიისგან მიიღეს წერილი, რომელშიც წერია, რომ მათ 7 ნოემბრიდან უნდა გადაინაცვლონ სხვა ადგილზე, რადგან პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხე უნდა ააწყონ.

„არავის ხელს არ ვუშლით. დადგან ნაძვის ხე. ჩაატარონ. ის ბავშვები ჩვენი შვილები არ არიან ?! ჩვენ შვილები დაგვიხოცეს და მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ გამყალბებლები არ დაისჯებიან."- ამბობს სარალიძე. 

თუმცა დედაქალაქის მერი მათ პასუხობს, რომ მერია საახალწლოდ ემზადება და „ამ ადგილის გამოყენება შეუძლებელი იქნება. მათ შეუძლიათ, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, რომ ხელის შეშლა არ მოხდეს ერთმანეთისთვის".

ჟურნალისტებმა კალაძეს აუხსნეს, რომ მერიის წერილის მიუხედავად, სარალიძე და მაჩალიკაშვილი არ გეგმავენ პარლემენტის წინ აქციის შეწყვეტას. 

„კანონი არის  მარტივი გამოსავალი" - ამბობს ამაზე თბილისის მერი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^