Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო-ყაზახეთი - ბილეთები 1 ლარად - ამ ჟესტით ფედერაცია ქომაგებს მადლობას უხდის

09 ნოემბერი, 2018 16:44

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის - საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ეღირება.

ამ აქციით, ფედერაცია ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების  ქომაგობისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისა და ქართული ფეხბურთისათვის, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე.

აქვე, გთხოვთ, 19 ნოემბერს დინამო არენაზე მობრძანდეთ თამაშის დაწყებამდე და გახდეთ იმ აქტივობის მონაწილე, რომელიც დაგეგმილია სტადიონზე.

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის, საქართველო - ყაზახეთი ბილეთების ონლაინ-რეჟიმში გაყიდვა 9 ნოემბრიდან დაიწყება". - ვკითხულობთ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^