Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხელვაჩაურში კომპანიიდან გათავისუფლებული მუშები აქციას მართავენ - პროფკავშირი

09 ნოემბერი, 2018 17:37

საქართველოს პროფკავშრების გაერთიანების ინფორმაციით, კომპანია ​„ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის'' მენეჯმენტმა 5 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა, რის გამოც ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

პროფკავშირებმა კომპანიას ოფიციალური წერილით მიმართეს. ისინი მოითხოვენ განმარტებას რატომ გათავისუფლდა 5 ადამიანი სამსახურიდან და ასევე ხელშეკრულებების პირობების ასლების გადაგზავნას.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ ისინი  სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებსა და დასაქმებულებს სამართლებრივად დაეხმარებიან, შრომის ტექნიკურ ინსპექსიას მიმართავენ და სასამართლოსთვის სარჩელს მოამზადებენ.

დღეს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვით, თანამშრომლები, რომლებიც კომპანიაში დარაჯად მუშაობენ საპროტესტო აქციებს იწყებენ. ისინი არანორმირებული გრაფიკით და  ხელშეკრულების პირობების დარღვევით მუშაობენ. 

კახა ფუტკარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ 9 საათის ნაცვლად 14 საათის განმავლობაში ამუშავებენ, დამატებით ანაზღაურებას კი არ უხდიან. დაცვის ჯიხური დაზიანებულია, არ აქვთ სკამები და განათება. კომპანიას მახინჯაური-ხელვაჩაურის მონაკვეთზე შემოვლითი გზის 13- კილომეტრიან მონაკვეთს აკეთებს. 

ფოტო: აჭარის საზოგადეობრივი მაუწყებელი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^