ია მეტრეველის თქმით, სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ ამომრჩევლის რეგიონებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.
მეტრეველის თქმით, თბილისიდან რეგიონებში ვინც ვერ ახერხებს გამგზავრებას ხმის მისაცემად, მოძრაობა თავად უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას საარჩევნო უბნებზე, რათა ხელი შეუშალონ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას.