Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაჭავარიანი: ინფრასტრუქტურული პროექტები იგვიანებს, რადგან გვეშინია კორუფციული ბრალდებების

13 ნოემბერი, 2018 19:17

ინფრასტრუქტურული პროექტები ზუსტად იმიტომ არის დაგვიანებული, რომ ზედმეტად ვართ შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო და ზედმეტად „ვუჭერთ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შესაბამისი კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან უსამართლოდ არის ამ საკითხთან დაკავშირებული კორუფციული პრეტენზიები. მე პირადად ჩავიხედე ამ პროცესში დეტალურად. ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება დონორების მიერ. ამავდროულად, სრულად ხდება შესყიდვების პროცედურები, კონტროლდება და მეტად თავსებადია შესყიდვის სტანდარტებთან. პროექტები ზუსტად იმიტომ არის დაგვიანებული, რომ ჩვენ ზედმეტად ვართ შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო და ზედმეტად „ვუჭერთ“. ამიტომ უფრო მეტად ფრთხილები ვართ, დაგვიანების მიზეზი ზუსტად ეს არის. ის, რომ მანდ რაღაცა ტიპის კორუფციაა, არის ერთჯერადი მოვლენა. შეუძლებელია რომელიმე თანხა სადმე წავიდეს, ეს არის მიმართული თანხა კონკრეტული პროექტისთვის.

დაგვიანება ასევე იმით არის გამოწვეული, რომ ზოგ შემთხვევაში ამ დონორების მიერ დადგენილი პროცედურები მართლა ძალიან რთულია. იმდენი პროცედურაა შიგნით, რომ რიგ შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ უძლებს და ჩაშლილია ეს ტენდერი, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ძალიან დიდი დრო მიაქვს. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ისიც აღიარა, რომ ერთ-ერთი კომპონენტი იყო ასევე ოპტიმალური დაგეგმვა. ეს ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას ლარის კურსზე. ჩვენ ვაკონტროლებთ დეფიციტს სრულად. შესაბამისად. მე ვერ ვხედავ ვერანაირ რისკს. პროექტების დაგვიანებაზე შეკითხვები სწორია, ხოლო კორუფციაზე შეკითხვები მეტწილად სპეკულაციებია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^