Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაფრთხილება მძღოლებს: სითბოსთვის ცხოველები მანქანის ქვეშ ძვრებიან, რაც მათ სიკვდილს იწვევს

14 ნოემბერი, 2018 14:06

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა მედიაცენტრ „მთავარში“ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რასაც ცხოველები ქალაქში ზამთრის დროს აწყდებიან. 

მისი თქმით, ზამთრის დადგომასთან ერთად ქალქში მცხოვრები უპატრონო ცხოველები მრავალი საფრთხის ქვეშ არიან. 

„როცა ტემპერატურა დაბლა იწევს, ცხოველს სითბო სჭირდება. განსაკუთრებით ყინვების პერიოდში, ცხოველი იწევს ისე ადგილებში სადაც სითბოა. ეს ადგილებია განსაკუთრებით კატებისთვის საბურავები, ძრავი. მძღოლებს ვურჩევთ, სანამ მანქანას დაძრავენ შეამოწმონ არის თუ არა ცხოველი ავტომობილის ქვეშ. 

ხშრია გამოძახებები,  როცა ცხოველი დაზიანდა და  სავალალო შედეგით დასრულდა. მეორე კუთხით თუ შევხედავთ ავტომობილის ძრავში თუ შეძვრა კატა, ეს ავტომობილსაც აზიანებს, ამიტომ მშივნელოვანია ცხოველიც დავიცვათ და საკუთარი ქონებაც.

ძაღლებიც ძვერბიან ავტომობილის ქვეშ, რადგან ძრავი რაღც პერიოდის განმავლობაშ სითბოს გამოყოფს. ასეთ შემთხვევაში ხშირია ცოველისთის  გადავლა.

ციფრებზე თუ ვისაუბრებთ დღემდე 811 შემთხვევაა, როდესაც ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ვეტერინარული დახმარება გაეწია ცხოველებს. აქედან,  20%-ია ის შემთხვევა როდესაც ცხოველმა თავი შეაფარა და ავტომობილის ქვეშ მოხვდა.

ავტომობილებს რომ თავი დავანებოთ არის კიდევ რამდენიმე ადგილი, რომელსაც ცხოველი იყენებს, მაგალითად, სადარბაზო. ეს ის ადგილია, სადაც  კონფლიქტი ხდება ცხოველებსა და ადამიანებს შორის. ეს ძირითადად, უაზრო კონფლიქტია, რადგან ცხოველი არანაირ აგრესიას არ გამოხატავს და სრულიად არ არის საჭირო მისი დაჩაგვრა. ჩვენი თხოვნა იქნება, როცა ასეთ შემთხვევას გადააწყდება თუ დაავდებული არა რის და აგრესული ცხოველი, არაფერი დაუშაონ.  ის ცდილობს გაუძლოს ამ სიცივეს, ღამე რჩება ძირითადად და მერე გავა რა თქმა უნდა, მაგრამ თუ აგრესიულია, მოიგვმართონ ჩვენ. თავისი მეთდებით ნუ ეცდებიან გაგდებას და ზიანის მიენებას. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშოაბთ, მოვალთ და დავეხმარებით, "- ამბობს შოთა ზანდუკელი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 ნოემბერი
13 ნოემბერი

პროპორციული არჩევნებისთვის კანონპროექტის ...

პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.  კანონპროექტის მოწინაა ...
13 ნოემბერი
13 ნოემბერი

უმრავლესობის სხდომა დაძაბულ ვითარებაში ჩ ...

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული „ქართული ოცნების" სხდომა, რომელიც პარტიის ოფისში დაძ ...
13 ნოემბერი
13 ნოემბერი

პროკურატურამ კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ...

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე თბილისის პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრ ...
^