Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რომელ დღეს უნდა იყოს II ტური, ამაზე ცალსახა ჩანაწერი კანონში არ არის - თამარ ჟვანია

14 ნოემბერი, 2018 17:17

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, რამდენიმე წუთის წინ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კანონმდებლობაში კონკრეტული ჩანაწერი არ არის, უნდა იყოს თუ არა უქმე დღეს. 

„მეორე ტურთან დაკავშირებით ჩანაწერი არის განსხვავებული. პირდაპირ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩანაწერი არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსში, არამდე საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლშია, რომელიც  ქვეყნის უმაღლესი კანონმდებლობაა. პირდაპირ არის მითითებული, რომ არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება მეორე ტური. ეს არის მხოლოდ მეორე ტურთან დაკავშირებული ჩანაწერი, ასე რომ, უნდა იყოს თუ არა ის კვირა დღეს, ან რომელიმე სამუშაო თუ არასამუშაო დღეს ასეთი ცალსახა მითითება არ არის.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი დღე, რომელ დღესაც დაინიშნება არჩევნები, იქნება უქმე დღე“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების I ტურის შედეგებს შეაჯამებს - II ტურის თარიღი დღეს გაირკვევა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^