Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოდიშარია ბერას: შენს მდგომარეობაში არაერთი ქართველი აღმოჩენილა, ილია, სარაჯიშვილი, ნიკოლაძე

14 ნოემბერი, 2018 17:15

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ Facebook-ზე თავისი ქორწილის შესახებ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება. დეპუტატი ივანიშვილს დაოჯახებას ულოცავს და მისი ოჯახის ამჟამინდელ მდგომარეობას ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძისა და დავით სარაჯიშვილისას ადარებს.

„რაც შეეხება ამა ქვეყნის ერთი ნაწილის შურს, ბოღმას, უმადურებას, დაუნახაობას და კიდევ მრავალ სხვა არ ახალ ზნეს და მახასიათებელს, გირჩევ, ამას ყველაფერს ფილოსოფიურად შეხედო... შენი და შენი ოჯახის მდგომარეობაში ამ თვალსაზრისით არაერთი დიდი ქართველი აღმოჩენილა, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, დავით სარაჯიშვილი... სამწუხაროდ, სია მოკლე როდია...“, - წერს ოდიშარია. 

დეპუტატი აცხადებს, რომ „ამ დიდი ადამიანების მიერ სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლის, ქველმოქმედისა თუ სხვაგვარი ფილანტროპიული ქმედებების შესახებ ცხოვრებისა და ქვეყნისადმი ღირსეული დამოკიდებულების შესახებ, ხოლო მოშურნეებსა და ღვარძლის მთესველთ ისტორია აცამტვერებს! ასეთია კანონზომიერება!
ასე რომ, კიდევ ერთხელ ბედნიერებას, წარმატებას, მხნეობასა და სილაღეს გისურვებ, ბერა!“. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^