Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მოგლიჯეს ჩემი ციტატა საერთო კონტექსტიდან“ - ვაშაძე აპირებს, საზმაუს ქარტიაში უჩივლოს

14 ნოემბერი, 2018 17:46

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მანიპულაცია, თითქოს ვთქვი, რომ ადამიანს ხელი არ უნდა გაუმართო, ვისაც სჭირდება ქიმიოთერაპია, აბსურდია“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე. მისივე თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ე.წ. „ფეიქ ნიუსი“ და მისი ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელა. 

გიორგი ვაშაძემ „დღის ამბებში“ განაცხადა, რომ აპირებს საზოგადოებრივ მაუწყებელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და სასამართლოში უჩივლოს. 

„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, კიდევ ერთი „ფეიქნიუსი“ შექმნა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელმაც მოგლიჯა ჩემი ციტატა საერთო კონტექსტიდან. დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა არ ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენ არ მივიდეთ სიკვდილამდე, რისთვისაც გვჭირდება საერთოდ ჯანდაცვის სისტემა! იმისთვის, რომ მე არ გავხდე იმდენად ავად, რომ მომაკვდავი ვიყო, სიკვდილამდე მივიდე. არ იხარჯება თანხა პრევენციაზე, არ იხარჯება თანხები პირველად ჯანდაცვაზე, რაზეც მთელი დასავლური სამყაროა გადასული“,- აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

„გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე - ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს“,- ამ სათაურით მასალა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გუშინ გამოაქვეყნა.  ვაშაძემ პირველი არხის ეთერში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადაცემა „პრეზიდენტის არჩევნები 2018-ში“ ისაუბრა.

„მთავარი საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ ყურადღება არ არის გამახვილებული დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში, არის პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. მეორე – საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია, ანუ მკურნალობ არა ავადმყოფს, არამედ სანამ ავადდება ადამიანი, მანამდე ვერევით ამ ყველაფერში, რაზეც არის დასავლური პრაქტიკა და რისკენაც მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი.

ნაცვლად იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ფინანსები უკვე ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს. ანუ, მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება. მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე. აი ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ მაქსიმალურად იყოს ყურადღება გამახვილებული საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომ იქამდე ვუმკურნალოთ, სანამ ადამიანი გადასარჩენ პირობებში მივა, რაც უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს. ყველაზე ძვირი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, რადგან ვეღარ ვუშველოთ, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ. საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალური ინექცია უნდა გავაკეთოთ იქ, სადაც მეტი პრევენციაა, რომ პირველ რიგში, დავზოგოთ ადამიანის სიცოცხლე და ასევე – რესურსები, რომელიც ამასთან დაკავშირებით იხარჯება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში. 

„ლიბერალი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-რედაქტორთან ირინა დეკანოიძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^