Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟინვალის წყალსაცავიდან 2 დღის წინ გადავარდნილი ბეტონმზიდის მძღოლის ცხედარი ამოასვენეს

16 ნოემბერი, 2018 14:59

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავიდან ორი დღის წინ გადავარდნილი ბეტონმზიდის მძღოლის ცხედარი ამოასვენეს. გარდაცვლილი  53 წლის იყო.

„სამძებრო სამუშაოების შედეგად მოკვლეულ იქნა ცხედრის ადგილმდებარეობა, თუმცა განსაკუთრებულად რთული პირობების გამო საჭირო გახდა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება“,- განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შსს: ჟინვალში ჩავარდნილი მუშა მაშველებმა იპოვეს და ამ წუთებში მის ამოყვანას ცდილობენ

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 მაშველი და 3 მყვინთავი.

დუშეთის რაიონში შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. სამუშაოების შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა ბეტონმზიდი. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია ასრულებს, სადაც დასაქმებული იყო სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ი.ჟ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276  მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან  ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, - წერია შსს-ს განცხადებაში.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდ ...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებ ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მფლობ ...

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“  ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ...

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს& ...
^