Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - მდინარაძე პრემიერის განცხადებაზე

19 ნოემბერი, 2018 13:03

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია, - ასე შეაფასა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრემიერის ინიციატივა, რომელიც საქართველოს 600 000 მოქალაქისთვის საბანკო ვალების განულებას ეხება. მისი თქმით, ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ აგვისტოში დააანონსა. 

„საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც 2000 ლარზე ნაკლები ძირი ჰქონდა და შემდეგ გაუპრობლემდა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც გაუპრობლემდათ მას შემდეგ, რაც 2000-ზე ნაკლები თანხა დარჩათ გადასახდელი. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში და ახალ წელს, 600 000-ზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება", - განაცხადა მდინარაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ 600 000-ზე მეტ ადამიანს, რომელიც ე.წ. შავ სიაშია, საბანკო ვალი გაუნულდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^