Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაშაძე ბილბორდების შესახებ: არავითარი რევანში, შურისძიება, არეულობა არ იქნება

19 ნოემბერი, 2018 13:12

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან იმ ბილბორდების შესახებ ისაუბრა, რომელიც თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. 

ვაშაძის თქმით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ არავითარი რევანში, დაპირისპირება და შურისძიება არ იქნება. მისი თქმით, ეს მათთვის უკიდურესად მიუღებელია. 

„თუ გაერთიანებულ ოპოზიციაზეა ლაპარაკი, მაშინ ამ ბილბორდებზე თაკო ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, მურმან დუმბაძე  უნდა ყოფილიყვნენ გამოსახული და თუ ირიბად იმას მიანიშნებენ საზოგადოებას, რომ შურისძიება და რევანში იქნება, გამოცხადებული გვაქვს ასჯერ და ვიტყვი ასმეერთჯერ, საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი სჯერა და მათი ბილბორდების არა. არავითარი რევანში, შურისძიება, ქუჩის არეულობა, დაპირისპირება ან მსგავსი საბიჯები გაერთიანებულ ოპოზიციას დაგეგმილი კი არა,  უკიდურესად არასასურველად მიაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^