Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მალხაზ მაჩალიკაშვილი - იძულებული ვარ, მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუჭირო

19 ნოემბერი, 2018 14:50

იძულებული ვარ, მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუჭირო, - მალხაზ მაჩალიკაშილი Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს:

 

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

„არასოდეს დამავიწყდება ნაც მოძრაობის დროს გუმაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია; ჩემი მეხსიერებიდან არ წაიშლება ლაფანყურის ამბები, რომლის წინაშეც ყველანი უძლურნი ვიყავით, მაგრამ მერწმუნეთ და დიდი ბოდიშის მოხდით მინდა გითხრათ, ამ ზემოთ ჩამოთვლილი ტრაგედიებისა და ჩემი ოჯახის ტრაგედიას შორის განსხვავება დიდია რაოდენობრივად კი არა შესრულების მანევრით.
ამდენი ჩამოთვლილებიდან არც ერთი არ მოუკლავთ ღამის ოთხ საათზე საკუთარ ოჯახში მძინარე და სიზმრებში წასული, გარდა თემირლანისა.
ახლა მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება ამ პარტიებმა, რადგანაც სხვა პარტიები გავიდნენ ამ ბინძური თამაშიდან ხალხის უნდობლობის გამო. იძულებული ვხდები ნაცმოძრაობას დავუჭირო მხარი, ნათქვამია - წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და მეც ვებღაუჭები ამ ხავს. უმორჩილესად გთხოვთ დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე, თუ არ დამიჭერთ მე მხარს, ამ ქოცებს მაინც ნუ მისცემთ ხმას", - წერს მაჩალიკაშილი გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^