საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო მატჩი ყაზახეთის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 2 - 1 მოუგო. შეხვედრა "დინამო - არენაზე" გაიმართა.
ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა 16 ქულა დააგროვა, რაც ჯგუფში საუკეთესო შედეგია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველო ერთა ლიგის ნახევარფინალში „დ“ დივიზიონის სხვა ჯგუფის გამარჯვებულს უმასპინძლებს.