Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა იყო 2012 წლამდე და რა არის 2012 წლის შემდეგ - პეტრიაშვილი შრომის პოლიტიკაზე

20 ნოემბერი, 2018 17:54

ამ წუთებში გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ყრილობას მართავს და საუბრობს, „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში შრომითი პოლიტიკის ცვლილებებზე.

პეტრიაშვილმა დეტალურად გაიხსენა, რა იყო 2012 წლამდე, როგორ რეგულირდებოდა შრომითი ურთიერთობები „ნაციონალური მოძრაობის" პირობებში. მისი თქმით, არასწორი პოლიტიკა, შიში და ტერორი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" პროფესიული კავშირების წინააღმდეგაც იყენებდა, ხელს უშლიდა მათ საქმიანობაში და დასაქმებულ ადამიანებს მძიმე მდგომარეობაში აგდებდა. პროფკავშირის ხელმძღვანელის თქმით, ეს ყველაფერი 2012 წლის შემდეგ შეიცვალა და ახლა, „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, შრომითი კოდექსი და სხვა მარეგულირებელი სტრუქტურები გაცილებით ეფექტიანად მუშაობენ:

„მოდით, გავიხსენოთ, რა გვქონდა 2012 წლამდე და რა გვაქვს 2012 წლიდან დღემდე. 

ყველას კარგად გვახსოვს, როგორი შრომის კოდექსი მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს. ეს იყო მხოლოდ დამსაქმებლების უფლებებზე ორიენტირებული, დასაქმებულებს კი ჰქონდათ მხოლოდ ვალდებულებები. 

აქ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც შეეხოთ ეს კოდექსი, მსოფლიოს ქვეყნებში არის კვლავ ნეოლიბერტალიანური მიმართულებები, რომელიც ცუდად აისახა შრომის ამბებზე. 

ფაქტია, რომ 2013 წელს, ეს შრომის კოდექსი, ჩვენი ძალისხმევითაც და პლუს, ევროინტეგრაციის პირობებში, შეიცვალა და ამის ავტორი დღევანდელი მთავრობა, ანუ „ქართული ოცნებაა".

2012 წლამდე, კანონით დამსაქმებელს შეეძლო, გაუფრთხილებლად გაეთავისუფლებინა თანამშრომელი. დღევანდელ კოდექსში ეს აიკრძალა. რა თქმა უნდა, კოდექსს დღესაც აქვს ხარვეზები, მაგრამ ფაქტია, შეიცვალა. ასევე დარეგულირდა ზეგანაკვეთური სამუშაოს საკითხი და ბევრი სხვა.

„ნაციონალური მოძრაობის" პირობებში აზრი არ ჰქონდა სასამართლოში შრომის საკითხზე დავას. 

2012 წლიდან დღემდე პროფკავშირის დახმარებით 633 შრომის დავაა მოგებული და დასაქმებულმა ადამიანებმა, ჯამში, 5 მილიონი ლარი დაიბრუნეს. ეს რომ წლებზე გადავანაწილო, თითქოს არაფერი, მაგრამ ჰკითხეთ ფოსტაში დასაქმებულებს, რკინიგზაში, აზოტის ქარხანასა და საჯარო სექტორებში დასაქმებულ ადამიანებს, რას ნიშნავს ეს. 

2012 წლამდე ამის ოცნებაც არ შეიძლებოდა, რომ შრომითი დავა მოგვეგო. 

რაც შეეხება შრომის ინსპექციას. შეიძლება ისეთი არაა, როგორიც გვინდა, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს. 2012 წლამდე ეს სისტემა საერთოდ გაუქმნა. პლუს, 2012 წლის მერე მივიღეთ შრომის უსაფრთხოების კანონი. 

მინდა, ვისაუბრო კახი კალაძის მიერ მიღებულ რეგულაციაზე, რომელიც სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის წესებს არეგულირებს. ამის შემდეგ, მადლობა ღმერთს, ერთი ადამიანიც აღარ დაღუპულა. 

ადრე გაფიცვების გამო პროფკავშირის წევრებს იჭერდნენ.  

ახლა გავიხსენოთ, რა მოხდა ბოლო პერიოდში - აგარაში თუნდაც. აგარიდან თბილისამდე ფეხით ჩამოვედით, არავინ დაუჭერიათ. ესაა თქვენი ყველას და ჩვენი დამსახურება. ადრე ამის გამო წელში გადაგვამტვრევდნენ, „ნაციონალური მოძრაობის" დროს აქცია, რომ მოგვეწყო", - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

რამდენიმე დღის წინ პროფკავშირმა მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს:

„ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით უარი წარსულზე და გვსურს ღირსეული მომავალი გვქონდეს, ხოლო რევანშისტული ძალის პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში ეს პერსპექტივა პრაქტიკულად მოისპობა", - აღნიშნა მაშინ პროფკავშირის წარმომადგენელმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^